Covid-19-ით დაზარალებული სტარტაპებისთვის მხარდასაჭერი რეგულაციები ევროპაში

Tinatin
Gholadze
March 30, 2020

მსოფლიოში არსებული პანდემიის შედეგად სახელმწიფო ორგანოები საზოგადოებას სახლში დარჩენისა და საზოგადოებისგან იზოლაციისკენ მოუწოდებენ. მსოფლიოს გარშემო სტარტაპების დამფუძნებლები ცდილობენ გადაჭრან ფინანსების, ვალებისა და თანამშრომელთა პრობლემები.

გარდა კაპიტალის შეგროვებისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ყოველდღიურ ხარჯებსა და ფულის ბრუნვაზე.

ევროპაში, სახელმწიფო ორგანოებმა, შეიმუშავეს სხვადასხვა რეგულაციები საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, სადაც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ვალის მართვასა და თანამშრომლებთან ურთიერთობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს:

საფრანგეთი

ძირითადი წყარო: მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი La French Tech’s coronavirus guide.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები:

  •  მარტამდე არსებული სოციალური დახმარება და გადასახადები გადაიწევენ ავტომატურად.
  •  კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ მარტის შემდეგ არსებული გადასახადების გადავადება.
  •  თუ მომხმარებელს აქვს ფინანსური ვალდებულება კომპანიასთან, სტარტაპს აქვს უფლება მედიატორის         დახმარებით შეეცადოს თანხების აღდგენას.
  •  თუ არ შეუძლია კომპანიას სესხებისა და განვადების დაფარვა, გუბერნიის მხარდაჭერით შეძლებს კრედიტ მედიატორის დაქირავებას, რომელიც დაეხმარება ბანკთან მოლაპარაკებაში გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით.
  •  კომპანიას შეუძლია აიღოს სესხი პირდაპირ შტატის მხარდამჭერი ინვესტორისგან-  Bpifrance- ან თავდებში დაუდგეს რათა ნებისმიერი ბანკიდან შეძლოს კომპანიამ სესხის აღება.
  •  საფრანგეთის პრეზიდენმა იმანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია განთავისფულდეს როგორც კომუნალური, ასევე კომერციული გადასახადებისგან.
  •  იმ კომპანიებს, რომელთა ბიზნეს აქტივობაც საგრძნობლად ეცემა, შეუძლიათ მოითხოვონ მთავრობისგან მათი თანამშრომლების ანაზღაურების ნაწილის გადახდა.
  •   25 მარტს, საფრანგეთმა გამოაცხადა რეგულაციების ნაკრები, კონკრეტულად ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 4 მილიარდი ევროს გამოყოფას სტარტაპებისთვის.

გერმანია

ძირითადი წყარო: გერმანული სტარტაპების ასოციაცია- Bundesverband Deutsche Startups’s roundup on coronavirus

სახელმწიფოს მიერ გამოცემული რეგულაციები:

  •   გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ KfW ბანკი მუდმივად გასცემს სესხებს იმ სტარტაპებისთვის, რომლებსაც ფულადი დახმარება სჭირდებათ.
  •   კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ საშემოსავლო გადასახადების გადავადება.
  •   გერმანიამ კომპანიებს შესთავაზე თანამშრომელთა გათავისუფლების ალტერნატიული გზა, რომლის მიხედვითაც სტარტაპებს შეუძლიათ შეამცირონ სამუშაო საათები და სახელმწიფო უზრუნველყოფს დღიურ ანაზღაურებას.
  •   ასევე, გერმანია აპირებს შეცვალოს გაკოტრების წესები, ან სულ მცირე შეაჩეროს გაკოტრება რამდენიმე თვით, რომ კომპანიამ შეძლოს ფულადი ჩამორჩენის გამოსწორება.

 

რეგულაციები ასევე მიიღეს პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულმა ევროპულმა ქვეყნებმაც:

იტალია

ძირითადი წყარო: იტალიის სტარტაპ ასოციაცია- Italia StartUP’s SOS page for coronavirus.

სახელმწიფოს მიერ გამოცემული რეკომედაციები:

AUTHOR

Tinatin Gholadze

Acting Managing Director

Im an entrepreneur and  local entrepreneurial ecosystem builder, with a 7 years of experiance … more